X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ნანუკა ჟრჟოლიანი დღეს გადაცემას ვერ გაუძღვება" - ნიკა გვარამია სპეციალურ განცხადებს ავრცელებს
  • "ნანუკა ჟრჟოლიანი დღეს გადაცემას ვერ გაუძღვება" - ნიკა გვარამია სპეციალურ განცხადებს ავრცელებს

    "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დღეს ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემას ვერ გაუძღვება.

    "სამწუხაროდ, Nanuka Zhorzholiani დღეს ვერ გაუძღვება გადაცემას. მიზეზს მის ვოლზე გაიგებთ. დღეს, ისევ მე მომიწევს გადაცემის წაყვანა. თემა უცვლელია - გიორგი შაქარაშვილის საქმე. გვიყურეთ მთავარ აქცენტებში 22:00" - წერს ნიკა გვარამია.
    როგორც ირკვევა მიზეზი ნანუკა ჟორჟოლიანის დედის ავადმყოფობაა, რის შესახებაც ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
    "უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ. არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

    წყარო:newposts.ge
    4 762 ნახვა
    1-07-2020, 07:04
    loading...
    News-ები