X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ნარკოდილერმა 640 000 ფუნტის ღირებულების კოკაინი შემთხვევით პოლიციის ოფიცრებს მიუტანა
  • ნარკოდილერმა 640 000 ფუნტის ღირებულების კოკაინი შემთხვევით პოლიციის ოფიცრებს მიუტანა

    ინგლისში პოლიციელებმა უჩვეულო დანაშაული გახსენეს- ნარკოდილერმა 600 000-ზე მეტი ფუნტის ღირებულების კოკაინი პირდაპირ პოლიციის ოფიცერს შემთხვევით მიუტანა.

    აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა სწორედ მაშინ, როდესაც სამართალდამცავები სასამართლოს უფლებამოსილებით ჰაიტონში ერთ-ერთი მაცხოვრებლის ბინას ჩხრეკდნენ, უცნობი ადამიანი კი ესტუმრა ამავე სახლს და მის პატრონს და ამანათი გადასცა.

    ზემოხსენებული ამანათი ვიზუალურად ისე გამოიყურებოდა, თითქოს მასში ბავშვის სათამაშო- პატარა სახანძრო მანქანა იდო, თუმცა როდესაც სახლში მყოფმა დეტექტივებმა ამანათის დათვალიერება მოინდომეს, მათ აღმოაჩინეს 8 კილოგრამამდე A კლასის კოკაინი, რომლის ფასი მისი ხარისხის გათვალისწინებით 640 000 ფუნტ სტერლინგამდე უნდა ღირდეს.

    აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ ამანათის მომტანი 42 წლის მამაკაცი დააკავა.

    წყარო:newposts.ge
    36 ნახვა
    1-07-2020, 07:14
    loading...
    News-ები