თეგებით ძიება
02. 07. 2020 News-ები

საქართველოს მთავრობა 1-ელ სექტემბრამდე ფრენების აღდგენას არ აპირებს - ხატია დეკანოიძე

მთავრობა 1-ელ სექტემბრამდე ფრენების აღდგენას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ჭარმომადგენელი ხატია დეკნაოიძე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, არსებობს ალბათობა, რომ ფრენების აღდგენამ არჩევნებამდეც გადაიწიოს, რაც ხელს შეუშლის დამკვირვებლების ქვეყანაში შემოსვლას. „ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა 1 სექტემბრამდე არ აპირებს ფრენების აღდგენას. ბუნდოვანი პოზიციით კი არჩევნებამდე. ესძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის და მათ შორის საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ხელისუფლება ადამიანებს ხელოვნურად უზრუდავს გადაადგილებას. შესაძლებელი იყო ევროპასთან რეგულაური ფრენები გაეხსნათ. იმ ქვეყნებთან, სადაც კარგი ეპიდემიური სიტუაციაა. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება, არამხოლოდ ეკონომიკას და ტურიზმს დააზიანებს, არამედ ქვეყანის დემოკრატიას, როგორ ჩამოვლენ დამკვირვებლები? ესაა ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დადგეს.“ - ამბობს დეკანოიძე

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა