თეგებით ძიება
02. 07. 2020 News-ები

ბორის ჯონსონი ჰონგ-კონგის 3 მილიონ მოქალაქეს ბრიტანეთში ცხოვრებას სთავაზობს, ოფიციალური პეკინი კი მძიმე კონტრ-ზომებით იმუქრება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ჰონგ-კონგის 3 მილიონზე მეტ მაცხოვრებელს მისცემენ უფლებას, დასახლდნენ ბრიტანეთში და მოიპოვონ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის სტატუსი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ადამიანის უფლებებს ახალი კანონის თანახმად ძალზე დრამატულად არღვევს და სწორედ ამიტომ შეთავაზა ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

აღნიშნული ინიციტავის საფუძველზე ირკვევა, რომ ბრიტანეთი საწყის ეტაპზე 5 წლით ცხოვრების უფლებას მისცემს „ჰონგ-კონგოელებს“.

ბორის ჯონსონის ინიციატივას გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი, რომლის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აუცილებლად იქნება მიღებული კონტრზომები ბრიტანეთის ხელისუფლების ახალი ინიციატივის გამო, რომელიც შეფარვით მოუწოდებს მოქალაქეებს, დატოვონ ჰონგ-კონგი. ჩინეთის მაღალჩინოსნების თქმით, ოფიციალურ ლონდონს არ გააჩნია უფლება, მისცეს ჰონგ-კონგის მოქალაქეებს მუდმივი საცხოვრებელი ბრიტანეთში იმ ფონზე, რომ პეკინი ამბოხების მოწოდების საწინააღმდეგო კანონს საკუთარ ტერიტორიაზე იღებს და დანაშაული ვერ იქნება ინდულგენცია "დემოკრატიას" ამოფარებული დამნაშავეებისთვის.

„ჩინეთი მკაცრად გმობს აღნიშნულ ფაქტს და იტოვებს უფლებას მიიღოს ადეკვატური კონტრზომები.ბრიტანულ მხარეს დაეკისრება ყოველგვარ შედეგებზე პასუხისმგებლობა“- განაცხადა ჩინეთის საგარეო-საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.

ჰონგ-კონგის ქუჩებში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა, რომლებმაც ხელიფულების მიერ მიღებული ახალი უსაფრთხოების კანონი გააპროტესტეს. დემონსტრაციებს შეტაკება მოჰყვა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რა დროსაც გამოყენებულ იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზის ყუმბარები. 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს სამართალდამცავებმა .

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა