თეგებით ძიება
02. 07. 2020 News-ები

ირანში ხელისუფლების ოპონენტ ჟურნალისტს სიკვდილით დასჯიან

ირანელ ჟურნალისტს, რომლის ონლაინ საქმიანობამ ხელი შეუწყო და ერთგვარი კატალიზატორის როლიც კი შეასრულა ქვეყანაში 2017 წელს მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვისას, სიკვდილით დასჯიან.

რუჰოლა ზამი მართავდა ერთ-ერთ ვებსაიტს, სახელად AMADNEWS-ი, რომელზეც ანთავსებდნენ ირანის მაღალჩინოსნების საქმიანობის ამსახველ ფოტო-ვიდეო-დოკუმენტირებულ მასალებს.

იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პარიზში ცხოვრობდა იქამდე სანამ იგი არ დაარწმუნეს, რომ დაბრუნებულიყო ირანში, სადაც 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს. ზამი მოგვიანებით ტელევიზიითაც გამოჩნდა, სადაც იგი თავის დანაშაულს აღიარებდა და წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო ბოდიშს იხდიდა. ირანის სასამართლო ხელისუფლების სპიკერმა, ღოლამჰოსეინ ესმაილმა გამოაცხადა, რომ ზამს სიკვდილით დასჯა განესაზღვრა სასჯელის უმაღლეს ზომად.

გავრცელებული ინფორმაციით, ზამი ხელმძღვანელობდა სოციალურ ქსელ ტელეგრამში სპეციალურ არხს, სადაც იდებოდა ინფორმაციები- 2017 წლის მასშტაბური დემონსტრაციების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. აღნიშნულმა საქმიანობამ მას ძალზე დიდი პოპულარობა მოუტანა, რითაც მიიპყრო ირანის ხელისუფლების ყურადღებაც.

ირანის ხელისუფლების მრავალმხრივი ჩივილის შემდეგ ტელეგრამმა ზამს დაუხურა არხი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა