თეგებით ძიება
02. 07. 2020 News-ები

ბრიტანეთმა ვენესუელას კუთვნილი $1 მილიარდი დოლარის ოქროს ზოდების უკან დაბრუნებაზე უარი განუცხადა

ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ოფიციალურ კარაკასს $1 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების გადაცემაზე, რომელიც ინგლისის ბანკში ინახება. აღნიშნული გადაწყვეტილება სასმარლო ხელისუფლების თქმით, იმით აიხსნება, რომ გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად.

ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო ქვეყნის ლეგიტიმურ მმართველად აღიარებს მხოლოდ ოპოოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს.

ზემოხსენებული ფაქტი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა, „ Banco Central de Venezuela“-მ დაიწყო ლეგალური ქმედებების განხორციელება ქვეყანაში ოქროს დაბრუნებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს განზრახული ჰქონდა ოქროს გაყიდვა, რათა კორონავირუსით შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გამკლავებოდნენ ფინანსურად

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა