თეგებით ძიება
03. 07. 2020 News-ები

ჯერ სცემეს, შემდეგ ესროლეს და ნაგავსაყრელთან მიიყვანეს - ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცმობილი - არსებული ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი ე.წ. ქურდული გარჩევის დროს მოკლეს. მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ესროლეს. მოკლულს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

სად და ვისთან მოხდა დაპირისპირება უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, კონფლიქტი ჯერ სხვაგან დაიწყო,შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნაგავსაყრელთან მიიყვანეს, სადაც ის ადგილობრივმა იპოვა.

მოკლული ვაჟა ტყებუჩავა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მამაკაცის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული, დაკავებული კი ჯერჯერობით არავინაა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა