თეგებით ძიება
03. 07. 2020 News-ები

ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება და ფოტოგრაფის ეპიზოდი - საქმეში შს მაღალჩინოსანის ინტერესზზე კიდევ ერთი პირი ალაპარაკდა

კიდევ ერთი პირი, ვინც შაქარაშვილის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კვალზე საუბრობს “პრესა.ჯის” მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძეა. ზვიად კუპრავას მსგავსად, კაპანაძე ადასტურებს, რომ ფოტოგრაფი, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა, მაღალჩინოსნის ნათესავია.

“ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ფოტოგრაფი ნამდვილად არის ერთ-ერთი მაღალჩინის ოჯახის წევრი, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის არის მოქმედი მაღალჩინოსანი, ახლო ნათესავი, ფატობრივად, ოჯახის წევრი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ. რამდენიმე საათი დაველოდები მას, დაწერს თუ არა სოციალურ ქსელში და გაახოვანებს თუ არა ნათესაურ კავშირს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელი და გვარი გახდება საჯარო და თუ ეს ადამიანი გაახმოვანებს საკუთარ პოზიციას, კარგი იქნება. ამიტომ არის ამ საქმის გახსნის გასაღები ფოტოგრაფი"- განაცვხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ პირს აქვს გავლენა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ პირებზე.

“მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და დიდი ალბათობით მოკლეს, ფოტოგრაფმა დარეკა 112-ში და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული, ფაქტობრვად, თავდასხმა, მას შემდეგ რაც მასთან მივიდა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, მან საჯაროდ ინტერვიუში დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო, დეტალურად მოუყვა პოლიციელებს თუ რა მოხდა” – თქვა გიორგი კაპანაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში.”

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა