თეგებით ძიება
03. 07. 2020 News-ები

"ოცნების" დეპუტატის ბიზნესინტერესები და შესაძლო კორუფცია - მურთაზ ზოდელავა მმართველი პარტიის შემომწირველებისა და ატკატების პრაქტიკაზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საუბარი შეეხება „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და მისის შვილის მიერ მოგებულ ტენდერებს.
როგორც ზოდელავა აღნიშნავს, ვიქტორ ჯაფარიძე ეს უბრალოდ ერთი კონკრეტული სახელი და გვარია მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს, მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, ან მათთან დაახლოებული პირები იგებენ.

„ჩვენს ქვეყანაში ადამიანი არ არის დარჩენილი, რომლემაც ზუსტად არ იცის, რომ თუ რაიმე ტენდერის, შესყიდვის გაფორმება გინდა, „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი ან მასთან დაახლოებული პირი უნდა იყო. ეს მოცემულობა ძალიან წარმატებულად დაამკვიდრეს ოლიგარქის ხელისუფლამ. და ეს ხდება როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური ბიუჯეტის შემთხვევაშიც.

ფაქტობრივად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც შეუძლებელია რომელიმე კომპანიამ მიიღოს მონაწილოება რომელიმე სახელმწიფო პროექტში, თუ ის კავშირში არაა ოცნებასთან, არ სწირავს მათ საარჩევნო ფულს, ან არ აძლევს ატკატს"- ამბობს ზოდელავა.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა.

ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით გახდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა