ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0532 ლარი ეღირება, ევრო – 3.4477 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8144 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0465 ლარი ღირდა, ევრო – 3.4221 ლარი, ფუნტი – 3.7947 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 ივლისს ამოქმედდება.
წყარო:newposts.ge