თეგებით ძიება
06. 07. 2020 News-ები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ამოცნობის პროცედურა გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება - საქმეზე ბრალდებულთა ამოცნობის პროცედურა გადაიდო.

ფეხბურთელის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა ამოეცნო.

არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, ზ.ხ.-მ ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა ხელმოწერით დაადასტურა. ადვოკატებისთვის უცნობია, როდის ჩატარდება პროცედურა.

არასრულწლოვნის ადვოკატები ამართალდამცველ სტრუქტურებს ვაკრიტიკებენ . მათი თქმით, გამოძიება სინამდვილის დამტკიცებას არ ცდილობს.

„ხელწერილით დაადასტურებინა არასრულწლოვანს, რომ თანახმაა მიიღოს მონაწილეობა. ეს აბსურდის თეატრია - მე არაერთხელ მაქვს განცხადება გაკეთებული, რომ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმის გარდა, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და გამოძიება წინ წავიდეს", - ამბობს გიორგი გელხაური.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა