თეგებით ძიება
06. 07. 2020 News-ები

"მარტივი “ტრიუკით” მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ" - კობახიძე ოპოზიციაზე და 25 მეტრიან რადიუსზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე 25 მეტრიანი რადიუსის დისტანციის დაწესებაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" უარი თქვეს.

კობახიძის აზრით, ამ მანძილით დისტანცია, ოპოზიციის ინტერესებში არ შედის. მისივე თქმით, 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო. კობახიძის თქმით, ამის შესახებ ისინი საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან ინფორმაციას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ისინი ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან ინფორმაციას.

“ძალიან მარტივია ის, თუ რატომ გასცეს ასეთი პასუხი “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ჩვენს შეთავაზებას. ისინი პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც იკავებენ რადიუსს საარჩევნო უბანთან. შესაბამისად, მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა ამაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო. ბუნებრივია, ამ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც იმიტომ, რომ ჩვენ მანამდე ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ “ნაცმოძრაობა” უშლიდა ხელს 25-მეტრიანი წესის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ.

ძალიან მარტივად გაიყიდნენ. მათი მოთხოვნა იყო თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაკეთება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი. ხშირად ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან და ძალიან მარტივი “ტრიუკით” ეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. მზად ვართ, რომ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსის წესი და ვურჩიოთ ჩვენს აქტივისტებს და მივცეთ მითითება, რომ არ დადგნენ 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა გამოამჟღავნეს უკვე “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა, რომ სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ასეთი წესის დადგენას”, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა