თეგებით ძიება
07. 07. 2020 News-ები

"სანამ კლანი რჩება სასამართლოში, ყველა რეფორმა აზრს მოკლებულია" - საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას აფასებს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.
საია-ში აცხადებენ, რომ ვიდრე სასამართლოში ე.წ. კლანია გაბატონებული, ვერც ერთი რეფორმა შედეგს ვერ მოიტანს.
არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას უკვე მერვე წელია აკვირდება.
"მთავარი მიგნება რაც არის, გახლავთ ის, რომ რაც არ უნდა რეფორმა გაატარონ, საბოლოოდ ჯამში, სანამ კლანი რჩება სასამართლოში, ყველა ეს რეფორმა არის აზრს მოკლებული და ნაკლებად სასარგებლო. ისინი ისევ აი ამ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ემსახურებიან", - ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ვახუშტი მენაბდე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა