თეგებით ძიება
07. 07. 2020 News-ები

"ფაქტს არ უარყობს..."- რა უთხრა ადვოკატს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც აღმკვეთ ღონისძიებაზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.
“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. მაია გრიგოლიშვილის თქმით, ის უკვე შეხვდა ქურდაძეს, რომელიც ფაქტს არ უარყობს. მისივე ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაც მიიღო.

ფემიციდის კიდევ ერთი ფაქტი სურამში გუშინ, გამთენიისას მოხდა. 34 წლის მამაკაცმა 31 წლის ქალი მძინარე მდგომარეობაში ცეცხლსასროლი იარაღით ლოგინში ჩაცხრილა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ. საქმეზე გამოძიება 109 მუხლით დაიწყო. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა