თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

სასტიკი მკვლელობა მუხრანში - ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ბრალდებული დედასთან იმყოფებოდა და ფული სთხოვა

მუხრანში მომხდარ სასტიკ მკვლელბაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - ასებული ინფორმაციით, მამისა და ბაბუის მკვლელობის შემდეგ გიორგი ოკინაშვილი დედასთან დიანა ოკინაშვილთან იმყოფებოდა რომელსაც ფული სთხოვა.

ირკვევა, რომ პაპას, ბიჭმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, იმ არგუმენტით მიაყენა, რომ მას საკუთარ დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მამა კი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მოკლა, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, მშობელმა შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასჯელის მოხდის შემდეგ 28 წლის გიორგი ოკინაშვილი შურისძიებას გეგმავდა და ამბობდა, რომ ის ციხეში მამამ გაუშვა.

"ცოტა არანორმალური კაცი იყო ეს პაპა, მოჩხუბარი იყო. ბავშვი სულ ციხეში იყო, მკვლელობაზე იჯდა, ქალი მოკლეს მაგან და თავისმა პარტნიორმა, ჯერ გააუპატიურეს... 10-15 წლის წინ მოხდა ეს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა