თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

შაქარაშვილის საქმე და ახალი გარემოება - "რა უნდოდა მიკროავტობუსს შემთხვევის ადგილზე და რა დაინახა მძღოლმა"

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით "ფორმულაზე" გასულ მიკროავტობუსის კადრებს ეხმაურება.
სანაიას თქმით, შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი ავტომანქანა ფიგურირებს და ის ჭიათურის მიკროავტობუსია.
ფეხბურთელის საქმეში ახალი კითხვა ჩნდება: რა უნდოდა შემთხვევის ადგილზე მიკროავტობუსს და რა დაინახა მძღოლმა.

"დავალაგოთ ფაქტები: 1. ფერად შენობასთან დგას ტოიოტა. 2. ფერად შენობასთან ხდება რაღაც. 3. ფერად შენობასთან, სადაც ტოიოტა დგას, მიდის კიდევ სხვა მანქანა და ჩერდება 5 წუთი. 4. ეს სხვა მანქანა არის მიკროავტობუსი. ეს დაადასტურა შაქარაშვილის ბიზამ გუშინ პოლიტმეტრში. ახსენა ჭიათურის მიკროავტობუსი. თუნდაც ასე იყოს, რა უნდოდა იქ და რა დაინახა იმ 5 წუთში. 5. 5 წუთში ეს მიკროავტობუსი დაიძვრება. 6. ზუსტად ამ მონაკვეთში ლიდერფუდის კამერა აფიქსირებს სულ სამ მიკროავტობუსს. ფოტოები ავტვირთე. 7. შემდეგ - ტოიოტას ამირხანაშვილი ჩამოჰყავს თბილისში, წერეთელზე ჩამოსვამს. 8. დაახლოებით 2 წუთში თბილისში, წერეთელზე, ზუსტად იქ სადაც ტოიოტამ ამირხანაშვილი ჩამოსვა, ჩერდება მიკროავტობუსი. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა. 9. მიკროავტობუსიდან გადმოსული ახალგაზრდა უახლოვდება ამირხანაშვილს. 10. ორივენი იქვე მიფარებულში დგანან და სავარაუდოდ საუბრობენ. 11. სადაც ამირხანაშვილი და ის ახალგაზრდა საუბრობენ რამდენიმე წუთში ცერდება ტაქსი, რომელშიც ვიღაც ჯდება - შესაძლოა, ამირხანაშვილი, ან ის მეორე ახალგაზრდა ან ორივე ერთად. ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია. იმედია, გამოხიება რსმეს გვეტყვის" - წერს ვახო სანაია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა