თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

"სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილება... საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას"- გოცირიძეს საზღვრების გახსნაზე კითხვები აქვს

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნა იმ 5 ქვეყანასთან, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილებაა.
"ძალიან უცნაურია თუ რა პრინციპებით ხდება საზღვრის გახსნა. ვინც გვიხსნის, იმას ვუხსნით. ეს არის არალოგიკური, რადგან საფრანგეთიდან, სადაც პანდემია მძვინვარებდა, უპირობოდ შეიძლება ადამინი შემოვიდეს, ხოლო მონტენეგროს, სადაც ჩვენზე უკეთესი მსგომარეობაა, საზღვარს ვუკეტავთ. აბსოლუტურად დაუშვებელია ის ფაქტიც, რომ კოვიდ პასპორტს სავალდებულოდ არ მივიჩნევთ.
ის, რომ აქ ტემპერატურას გაუზომავენ, არასაკმარისია. მსგავსი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, ძალიან უცნაურია, როცა ამ 5 ქვეყნიდან შემოსულ ტურისტს კარანტინის გავლა არ უწევს, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქე შემოვა, ის ვალდებულია 14 დღიანი კარანტინი გაიაროს." - აცხადებს გოცირიოძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა