თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

"გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება..."- მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

28 წლის გიორგი ოკინაშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, პოლიციას ამ დრომდე არ უპოვნია.

მკვლელობაში ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ ის მეუღლესთან დაშორებულია და შვილს მამა და ბაბუა ზრდიდნენ.

"თითქოს, ჩემი ყოფილი მამამთილი ძალადობდა ჩემზე, ეს არასწორი ინფორმაციაა. როცა მე და ჩემი ქმარი დავშორდით, მათ დაიტოვეს ეს ბავშვი, იმიტომ, რომ უნდოდათ მათნაირი გაზრდილიყო. ვიტყვი იმას, რომ არასწორად ცხოვრობდნენ ეს კაცი და ჩემი ყოფილი მეუღლე და ეს ბავშვიც არასწორად გაზარდეს. გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება. ციხეში რამდენჯერმე მოხვდა. დაენგრა ფსიქიკა, გამოვიდა და ჩაიდინა ეს. ბავშვი მათთან იმიტომ დარჩა, რომ არ გამომატანა მამამთილმა და მითხრა, მე ეს ჩემთან უნდა გავზარდო, ჩემნაირი ვაჟკაცი უნდა იყოსო. მე და ჩემი მეუღლე ვერ ვეწყობოდით, პირდაპირ გეტყვით, ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა და ოჯახში არ იყო. მე ვეწინააღმდეგებოდი იმის არასწორ ქმედებებს, საქციელს ბავშვთან მიმართებაში, რომ ცოტა სხვაგვარდ ზრდიდა, ამის გამო იყო ჩემს მიმართ გინება. სხვა არანაირი მიზეზი არ არის. გიორგის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე კომუნიკაცია არ მქონია. არ ვიცი, რა მოხდა. რატომ ჩაიდინა, არ ვიცი. გიორგი დაიჭირეს ყაჩაღობისთვის, მკვლელობებსა და რაღაცებზე, სამჯერ იყო ციხეში, სულ 14 წელი გამოვიდა", - განაცხადა სავარაუდო დამნაშავის დედამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა