თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება და ახალი კადრები - ვიდეოში ასახულ პირსა და "კაწროს" ერთი და იგივე ბრენდის ტანსაცმელი აცვია?

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება და ასხალი, საეჭვო გარემოებები საქმეში - ახალ კადრებში, კარგად ჩანს, როგორ გადმოდის სამარშრუტო ტაქსიდან თეთრპერანგიანი პირი, რომელსაც სპორტული კეტი აცვია და ხელში ტელეფონი უჭირავს.
პირი მოგვიანებით შაქარაშვილის მეგობარს და ე.წ “ოქროს მოწმეს” გურამ ამირხანაშვილს ხვდება.

სათვალთვალო ვიდეოკადრებში ასახული პირი ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით შესაძლოა ე.წ კანონიერი ქურდის, აკაკი ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი იყოს.

ავთო ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია.

ბილანიშვილის ფოტოების " ფეისბუქზე" დაათვალიერების შემდეგ, ადვიილად შესამჩნევია, რომ კადრებში ასახული პირი ვიზუალურად, მანერით და ჩაცმის სტილით ძალიან წააგავს მის მიერ დადებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში.

ვიდეოკადრებში მონაწილე პირს და ბილანიშვილის მის მიერ ფეისბუქზე განთავსებულ ფოტოებს სავარაუდოდ ერთი და იგივე მარკის კედები აცვია.

[center]

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა