თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

უპრეცედენტო ოპერაცია- ექიმებმა სიამის ტყუპები ერთმანეთისგან განაცალკევეს...ისინი სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებენ

იტალიაში ნეიროქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს - წარმატებით მოახერხეს 2 წლის სიამის ტყუპების ერთმანეთისგან განცალკევება. ეს მსგავსი ტიპის პირველი ოპერაციაა, რომელიც განხორციელდა რომში უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ტყუპების, ერვინასა და პრევინას თავის ქალები ერთმანეთზე მჭიდროდ , მიბჯენით იყო შერწყმული, რომელთაც საერთო სასიცოცხლო სისხლძარღვები გააჩნდათ- აღნიშნული მდგომარეობა მხოლოდ 2 მილიონ ახალშობილში ერთხელ ფიქსირდება.

ოპერაცია 18 საათის განმავლობაში წარიმართა რომში, ვატიკანის მფლობელობაში არსებულ გესუს სახელობის პედიატრიულ საავადმყოფოში, რომელშიც ჩართული იყო 30-მდე ექიმი და ექთანი. საერთო ჯამში, სულ 3 ოპერაცია ჩატარდა. ქირურგიული ჩარევიდან ერთი თვის თავზე გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფექციის ჩაწრის რისკი ამ დრომდე მაღალია, რის გამოც ბავშვებმა სპეციალური დამცავი ჩაფხუტი უნდა ატარონ რამდენიმე თვის განმავლობაში. რეაბილიტაციის ფაზის შემდეგ, მიჩნეულია, რომ მცირეწლოვნები დაუბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმს.

ექიმების განცხადებით, აღნიშნული ოპერაცია ძალზე რთული იყო და სიცოცხლის ფატალურად დასრულების რისკსაც კი შეიცავდა, რადგან სისხლძარღვები, რომლითაც გოგონების სისხლი თავიდან მათ გულში ნაწილდებოდა ერთმანეთთან იყო შერწყმული.

საწყისი ორი ოპერაციის შემდეგ წარმატებით მოხერხდა ბავშვებისთვის ვენური სისტემის აღდგენა. მე-3 ოპერაციის დროს კი , საერთო თავის ქალიდან ძვლები ერთმანეთისგან განაცალკევეს, შემდეგ კი ქირურგებმა აღადგინეს ორივე ბავშვის ტვინის გარსი აღადგინეს და ხელახლა შექმნეს კანის ჩარჩოები თავის ქალის გარშემო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა