თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

19 წლის ფეხბურთელს ბურუსით მოცული გარდაცვალება და "კაწროს" შესაძლო კვალი საქმეში - დღის ბოლოს ირკვევა, რომ ავთანდილ ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბილანიშვილის დაკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ცნობისთვის, ახალ კადრებში, კარგად ჩანს, როგორ გადმოდის სამარშრუტო ტაქსიდან თეთრპერანგიანი პირი, რომელსაც სპორტული კეტი აცვია და ხელში ტელეფონი უჭირავს.

პირი მოგვიანებით შაქარაშვილის მეგობარს და ე.წ “ოქროს მოწმეს” გურამ ამირხანაშვილს ხვდება.

სათვალთვალო ვიდეოკადრებში ასახული პირი ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით შესაძლოა ე.წ კანონიერი ქურდის, აკაკი ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი იყოს.

ავთო ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა