თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

ლიეტუვამ რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელს მაუწყებლობა აუკრძალა

ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რუსული პროპაგანდისტული ტელემაუწყებელი, RUSSIA TODAY მისი კრემლთან კავშირების გამო აიკრძალა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს აგრეთვე ლატვიაშიც გასულ კვირას, სადაც რეგულატორმა რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე ამხილა RT, რომელიც კონტროლდება რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი მედია დირექტორის, დიმიტრი კისილევის მიერ.

„RUSSIA TODAY კონტროლდება კისილევის მიერ, რომელიც ევროკავშირმა რუსული პროპაგანდის გავრცელებისა და 2014 წლის ყირიმის ანექსიის, აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების აქტიური მხარდაჭერის გამო სანქციათა სიაში შეიყვანა“- განაცხადა ლიეტუვის სატელევიზიო ზედამხედველობის ორგანომ.

„ RT ავრცელებს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც ხელს უწყობს კრემლს და მათთვის სარგებეს წარმოადგენს“- აღნიშნულია ლიეტვუელთა რადიოსა და ტელევიზიის საზედამხედველო კომისიის მიერ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა