თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - შაქარაშვილის საქმის ახალი ზედამხედველი პროკურორები 20 ივნისის საქმეში ფიგურირებდნენ

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - შაქარაშვილის საქმეს ახალი ზედამხედველი პროკურორები ჰყავს.

პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა, 20 ივნისის საქმეშიც ფიგურირებდნენ.



შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ, რადგან საქმეში უკვე ბევრი განადგურებული მტკიცებულებაა. მათი ვარაუდით ამის გამო ცენტრალური კრიმპოლიც ვერ დადგება სწორ კვალზე.

"ვადები პროკურატურამ დაუწესა იმ უწყებას, რომელსაც ეწერა ეს საქმე, ფაქტიურად, ასე ვთქვათ, ეს ვადები ამ წუთისთვის განულებულია, წარმოება წამოიღო საქმის კრიმპოლმა, აქ იმ ვადის ათვლა არ მგონია აქტუალური იყოს. აქამდე რაც იყო დაშვებული შეცდომები გამოძიებაში, ეს რამდენად გამოსწორებადია, ამას მომავალი გვაჩვენებს, მოლოდინი რომ გითხრათ მაქვს მეთქი, არა", - ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა