თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

სკანდალი: პროკურატურამ დაკავებულის ადვოკატს შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადასცა - აშანტაჟებენ თუ არა შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებს

აშანტაჟებენ თუ არა შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებს - ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურაში მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს.

ადვოკატი ამბობს , რომ ამის შემდგომ ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.

ვასილ მამულაშვილის განმარტებით, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალებთან ერთად, შეცდომით გადასცეს დაბადების დღეზე მყოფი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

„იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ ღამის 11 საათზე, გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო - მათივე მოქმედებით მოვხდა [მასალა] ჩვენს კომპიუტერში. განმარტება, რომ შენახვისთვის ადვოკატები პასუხს ვაგებდით სისხლის სამართლის წესით, იყო აბსურდი, ვინაიდან ეს მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებები იყო ჩვენ გაფრთხილებებზე. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, - განაცხადა ადვოკატმა ვახო მამულაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა