თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

"ბედნიერი ვარ ცსკა-ში გადასვლით, გელოდებით რუსეთში" - თორნიკე შენგელია

საქართველოს ევროპული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვურ კლუბში გადასვლით ბედნიერია.

მისი თქმით, სულმოუთქმელად ელის, როდის შეძლებს საოცარ კალათბურთელებთან ერთად თამაშს.

""ბედნიერი ვარ, რომ ევროპალიგის მოქმედ ჩემპიონებს შემოვუერთდი....იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას ევროპალიგაზე და VTB ლიგაზე",- შენგელიას ეს ციტატები კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რასაც კალათბურთელმა რეტვიტი გაუკეთა.

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "გელოდებით მოსკოვში", - წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა