თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

ალერგია და ალერგიული სინჯი

ალერგიის დროულად გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, მისი დადგენა ორი ტიპის ტესტით ხდება:

· კანის სინჯი

· ჩხვლეტით სისხლში სპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა

ჩხვლეტითი და კანშიდა სინჯი, კანში არსებული წამალსპეციფიკური ანტისხეულების გამოსავლენად, უამრავ მედიკამენტებზე ტარდება. ეს გამოკვლევა მხოლოდ პირველი, სწრაფი ტიპის, ალერგიული რეაქციის შესაფასებლად გამოიყენება. თუ დადებითი პასუხი გამოვლინდა, წამალსპეციფიკური ანტისხეულების არსებობაზე ანუ პირველი ტიპის ალერგიული რეაქციის არსებობაზე მიუთითებს.

ამ ტიპის ალერგიული ტესტის პასუხის სანდოობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. უნდა განისაზღვროს მედიკამენტი პირდაპირი მოქმედებით ხომ არ იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას ანუ ალერგიული ფაქტორების წარმოქმნას. ასევე, მნიშვნელოვანია მედიკამენტი ისე გაზავდეს, რომ არ მოხდეს კანის გაღიზიანება. სინჯის ჩატარებამდე უნდა განიხილოს ის მედიკამენტები რომლებსაც პაციენტი იღებს, რადგან რიგი მათგანი, მაფ. ანტიჰისტამინები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები კანის მგრძობელობას აქვეითებენ, ამის გამო შესაძლებელია პასუხი უარყოფითი მივიღოთ, რაც რეალურად შეცდომაში შეგვიყვანს. შესაბამისად საჭიროა ამ მედიკამენტების შეწყვეტა ადექვატური ვადებით შეწყვეტა და სინჯის შემდგომ ჩატარება.

თუ ტესტი ამ ფაქტორების გათვალისწინებით და ტექნიკურად სწორად ჩატარდება, ხოლო სინჯი დადებით პასუხს გამოავლენს, ესეიგი ფიქსირდება მედიკამენტური ალერგია.

ალერგიული დაავდებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებად დაავადებებს მიეკუთვნებიან, ისინი ორ ძირითადად ჯგუფად იყოფა:

კანის ალერგიული დაავადებები, მაგალითად სხვადასხვა ფორმის ალერგიული დერმატიტები და ჭინჭრის ციება
სასუნთქი სისტემის მაგ. ბრონქული ასთმა და ალერგიული რინიტი
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმს დროულად დაუკავშირდეთ და შესაბამისი ზომები მიიღოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა უკვე მარტივია, ჩამოტვირთეთ REDMED-ის აპლიკაცია, ან ესტუმრეთ ვებ გვერდს, აარჩიეთ ექიმი, მომსახურების დრო და სახლიდან გაუსვლელად, აუდიო/ვიდეო ზარით მიიღეთ საჭირო რჩევა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა