თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

"სიცრუეა, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო" - გია ვოლსკი კონგრესში წარდგენილ კანონპროექტზე

ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არაფერი დადასტურებულა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტს.



„ერთმა ჯგუფმა კონგრესმენების შეიტანა რეზოლუცია, მაგრამ სიცრუეა ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა. მითუმეტეს, კონგრესსაც არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ სერიოზულია და გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა ასული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რასაც აშშ გვიწევს, მათ შორის კონგრესმენების გადაწყვეტილებების საფუძველზე”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, კონგრესმენების მიერ წარდგენილ კანონპროექტში საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შემცირებაზეა საუბარი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა