თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

რატომღაც ხალხს გული დაწყდა გუშინ იმის გამო, რომ ბილანიშვილი საქმეში გარეული არ იყო - ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა, რომ "შენიშნა ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავებული“.


როგორც აბესაძე აცხადებს, იმ დღეს და დროის იმ მონაკვეთში, როდესაც დიდუბეში გადაღებულ კადრებში თეთრპერანგიანი ადამიანი ჩანს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნახალოვკაში, დადიანის ქუჩაზე იმყოფებოდა.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიებას ამასთან დაკავშირებით დეტალური მტკიცებულებები წარუდგინეს და ასევე შესთავაზეს ბილანიშვილის ტელეფონის შემოწმებაც იმისათვის, რომ კითხვები არ დარჩენილიყო.

„რაც არ უნდა ალიბი წარმოვადგინოთ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, როდესაც მოხდა ტრაგედია, იქ არ იყო, მაინც რატომღაც ხალხს ძალიან გული დაწყდა გუშინ, რომ ბილანიშვილი არ იყო გარეული ამ საქმეში. ამოღებულია სატელეფონო დეტალური ამონაწერები, ანძების შესაბამისობაში. არის ბევრი შემავალი და გამავალი ზარები. ტელეფონი აქტიურია, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი დევს ნახალოვკაში, დადიანის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობს ავთანდილ ბილანიშვილი და თვითონ სხვაგან არის. აქტიურია მისი სოციალური ქსელიც. ის იყო სახლში, უბანში და ჰყავს მოწმეები. ყველანაირი მტკიცებულება იქნა წარდგენილი ჩვენს მიერ. სწორედ ავთანდილ ბილანიშვილის მიერ იქნა წამოყენებული წინადადება, ეჭვები რომ არ დარჩენილიყო, ეს ტელეფონი წარდგენილი ყოფილიყო ექსპერტიზის ბიუროში. აღადგინონ ყველა გამავალი შემავალი ზარი და დადასტურდება, რომ მათ შორის არანაირი კავშირი არ არის“, - განაცხადა თამარ აბესაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა