თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

"გვითხრა, საერთოდ არ ვიცნობდი იმ 5 ახალაზრდას, რომელთაც მერსედედის მგზავრებმა სცემესო" - მოატყუა თუ არა პოლიციელი საბედისწერო ღამეს იაკობ ბრეგვაძემ, რას აცხადებს სამართალდამცავი

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში იმ საპატრულო ეკიპაჟის პოლიციელის ჩვენებას ასაჯაროვებს, რომელმაც საბედისწერო წვეულების ღამეს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე თბილისში, გუდვილთან ჩამოიყვანა.
პოლიციელი თავის ჩვენებაში იაკობ ბრეგვაძის მონათხრობზე საუბრობს.

მისი თქმით, ფოტოგრაფმა მათ უთხრა, რომ არ იცნობდა იმ 5 ადამიანს, რომლებიც მერსედესის მგზავრებმა სცემეს.

"პოლიციელის ჩვენებიდან. ეს იმ იკიპაჟის პოლიციელია, რომელმაც, ჩვენების მიხედვით, იაკობ ბრეგვაძე თბილისში, გუდვილთან ჩამოიყვანა. პოლიციელი ჰყვება - იაკობ ბრეგვაძემ გვითხრა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი იმ 5 ახალაზრდას, რომელთაც მერსედედის მგზავრებმა სცემესო. ანუ ვისთანაც ერთად ფეხით მოდიოდა, მათ არ ვიცნობდიო, ვისთანაც ერთად დაბადების დღეზე იყო, ერთად წამოვიდნენ, ხიდზე ვიდეოებს იღებდა და ლისზე წასვლას გეგმავდა, მათ არ ვიცნობდიო. უბრალოდ ჩემ წინ მიდიოდნენ და მერე ჩხუბი მოხდაო" - წერს სანაია.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა