თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

"ტყუილია.. არ იქცევა კანონად..." - ზალკალიანი აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში წარდგენილ კანონპროექტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოში ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონი უკვე მიიღეს ტყუილია.
ზალკალიანის თქმით, კანონპროექტი არ დამტკიცდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში ისე, როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში.
„ეს არის არასწორი ინფორმაცია, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2 დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს.

რაც შეეხება კანონპროექტს, იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, არაღიარების პოლიტიკასთან, არაღიარებულ ე.წ წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნების მიერ კავშირების დამყარების შემთხვევაში მათზე სანქციების დაწესებასთან და ოპონენტები ცდილობენ, გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში ისე, როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა