თეგებით ძიება
10. 07. 2020 News-ები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წელს სრულფასოვნად აღდგება და დამთვალიერებლებს მიიღებს

პარიზის მრავალსაუკუნოვანი ღვთისმშობლის ტაძარი ისევ ისეთივე ძველებური ვიზუალით აღდგება და განახლდება, როგორც ის იყო ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც შენობის 70 % დაიწვა.

2019 წლის აპრილში ცეცხლის შედეგად აღნიშნული ტურისტული და კულტურული ღირსშესანიშნაობის სახურავი და კედლები თითქმის სრულად დაიწვა- შემზარავ ფაქტს- ტაძრის დაწვას პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო სატელევიზიო ლაივ პირდაპირ ეთერების მეშვეობით.

ხანძრიდან რამდენიმე ხანში ემანუელ მაკრონი დაპირდა ფრანგებს, რომ ტაძარს ძველებური ფორმით 5 წელიწადში აღადგენდა, თუმცა მისი აზრით, მომავალში რისკების გამოსარიცხად აუცილებელი იყო ჭერის მშენებლობის დროს თანამედროვე დიზაინის გამოყენება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წელს გაიხსნება ტურისტებისთვის, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა