თეგებით ძიება
10. 07. 2020 News-ები

მწვავე დაპირისპირება პარლამენტში - შენ მართლა ციხეში არ დაამთავრო, ფრთხილად იყავი! ნუ ბედავ ზედმეტს და ნუ „გაბლატავდი“

მწვავე დაპირისპირება პარლამენტში - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილსა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავდნენ.
„თუ ამ კანონს თქვენ არ გაიწვევთ და ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას აიღებთ, ეს კანონი რომ ამოქმედდება და ბექაური შემოჭენდება თავისი სპეციალური მმართველით, სად გეძებოთ? აი, აიღეთ პასუხისმგებლობა და გაიაზრეთ რას აკეთებთ, ძალიან გთხოვთ. გაფრთხილებთ იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოსალოდნელია. გაიწვიეთ კანონი და ამ ხალხს მიეცით ნორმალურად მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ჯანგირაშვილმა ბექაური ტელევიზიებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„თქვენ თავს დაესხით კონკრეტულად სამ ტელევიზიას, უნდა გრცხვენოდეთ! თქვენ ხართ რეალურად ჩართული მოთამაშე და არ ხართ ნეიტრალური არბიტრი. ბოდიში გაქვთ მოსახდელი პირადად ჩემთან. უნდა მოვიცალო და თქვენი ტყუილების რეესტრი გავაკეთო. როგორ ბედავთ ამდენს საერთოდ? თავს კონტროლი გაუწიეთ და პატივი ეცით თქვენს თანამდებობას. ვინ დაგნიშნათ ჩვენს უფროსად? თქვენ უნდა არეგულიროთ მაუწყებლები, კი არ უნდა დაგვსაჯოთ“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

თავის მხრივ ბექაურმა ჯანგირაშვილი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები ტელევიზიებს არ ეხება.


წყარო:newposts.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა