თეგებით ძიება
10. 07. 2020 News-ები

"გამორიცხულია, ასეთი დაზიანებები მიადგეს ადამიანს თუნდაც ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის ან წაქცევის დროს"- შაქარშვილის ოჯახის პოზიცია

გიორგი შაქარაშვილს მიყენებული დაზიანებები ფერდობზე წაქცევის დროს ვერ მიადგებოდა - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 წლის ბიჭს დაზიანებები მთელი ტანის არეში აქვს მიყენებული.

„წარმოუდგენელია და გამორიცხულია, რომ ის დაზიანებები რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის ან წაქცევის დროს. დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან დამთავრებული ტანის არეში, ხელების მიდამოებში და ყველგან.

მე არ მითქვამს რომ მოკლეს და გადააგდეს. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში. ამ დასკვნით ბავშვის დახრჩობის უშუალო მიზეზი არის ასფიქსია, რომელიც განვითარდა წყალში. გარდაცვალების მიზეზი არის წყალში დახრჩობა. ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა, ძალადობას, რის შემდგეაც გადააგდეს მდინარეში და დადგა ლეტალური შედეგი“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


წყარო:newposts.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა