TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც არ მოგვწონს
  • როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც არ მოგვწონს

    პირველი ნაბიჯი პრობლემის აღიარება და გაანალიზებაა. დაიმახსოვრე, ყველა ადამიანთან კარგი ურთიერთობა ვერ გექნება, თუმცა ნებისმიერი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. თითოეული პიროვნება, რომლისაც ცხოვრებაში შეხვდები გასწავლის რამე ახალს, მაშინაც კი თუ ეს ურთიერთობა ადვილი სულაც არ არის. გულწრფელად აღიარე რა არ მოგწონს ამ ურთიერთობაში და რადგან ერთი მხარე არასოდეს არ არის დამნაშავე, გაანალიზე რა შეცდომას უშვებ შენ. შესაძლოა პრობლემის საფუძველი, მხოლოდ შენი რეაქცია იყოს.


    დაინახე სხვა ადამიანის პერსპექტივით


    ძალიან ცოტა ადამიანი იძინებს იმაზე ფიქრით, თუ როგორ გაგირთულოს ცხოვრება. ამიტომ, გამოყავი დრო და დაფიქრდი, რა პერსპექტივიდან უყურებს ადამიანი ცხოვრებას? შეეკითხე შენს თავს: რატომ იქცევა ეს ადამიანი ასე? რა არის ამ ქცევის საფუძველი? როგორ მხედავს ის მე? რა სჭირდება ჩემგან? ამგვარად, ძალიან გაიადვილებთ ადამიანთან კომუნიკაციის საქმეს და კონფლიქტის ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებთ.

    ნუ იქნები კრიტიკოსი ან კონკურენტი


    თუ ადამიანთან კომუნიკაციას ვერსად გაექცევი, აუცილებელია კონკურენტული ურთიერთობიდან, თანამშრომლობაზე გადახვიდეთ. სხვა ადამიანისთვის პრობლემის შექმნის ნაცვლად, სცადეთ, ერთად გადაჭრათ უკვე არსებული პრობლემები. ნუ შეგეშინდებათ, მიდით ამ ადამიანთა და პირდაპირ ჰკითხეთ, როგორ შეიძლება თქვენი თანამშრომლობა გახდეს უფრო ეფექტიანი. როდესაც ადამიანს აზრს ეკითხები, ამით აჩვენებ, რომ მტრულად განწყობილი არ ხარ.

    შეეკითხე


    როდესაც სიტუაცია დაძაბულია, შესაძლოა ადამიანი იმდენად გაჯიუტდეს, რომ სიტუაცია კონფლიქტამდე მიიყვანოს. რა იქნებოდა, უბრალოდ შეკითხვები რომ დასვა? ამგვარად ნებისმიერ კონფლიქტის სასიამოვნო საუბრად გადაქცევა შეიძლება. უბრალოდ, გულწრფელად ესაუბრე და შეეკითხე რაც მართლა გაინტერესებს. შესაძლოა, პასუხებმა დაძაბული სიტუაცია გააქარწყლოს.

    დახმარება სთხოვე


    რთული ურთიერთობების მოგვარების გამოცდილი ხერხია, ადამიანს უბრალოდ დახმარება სთხოვო. ამ გზით გამოხატავ სხვა პიროვნების მიმართ პატივისცემას. უბრალოდ აღნიშნე, რომ ენდობი მის ცოდნას, გამოცდილებას და გაგიხარდება, თუ რჩევას მოგცემს. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს რემონტის შესახებ, ურთიერთობების თუ პრობლემის, რომელიც ბოლო პერიოდია გაწუხებს.

    წყარო:trend.ge
    83 ნახვა
    10-07-2020, 09:50