თეგებით ძიება
13. 07. 2020 News-ები

"„კოვიდ 19“-ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული არ არის და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს" - ეკა ბესელია

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა.
ბესელიას თქმით, ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის დასუსტებას ისახავს მიზნად და ეს დაუშვებელია.

„კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეს ხუნდაძემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა არის ანტიკონსტიტუციური. სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან და ჩაწერეს, რომ მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებდა, ახლა წლის ბოლომდე ითხოვენ ამ არაკონსტიტუციური კანონის გაგრძელებას. არ შეიძლება ამის გაკეთება ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მოქალაქეთა გადაადგილების, საკუთრების, შეკრების უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნების პროცესს. არ შეიძლება პარლამენტმა თავად მისცეს ხმა და თავად გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ასუსტებს და კონსტიტუციით რაც აკისრია, იმ უფლებას ართმევს. ეს ერთმნიშვნელოვანად უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. არ არის „კოვიდ 19“ -ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს, ეს არის სახელმწიფოსა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება,"- განაცხადა ბესელიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა