თეგებით ძიება
13. 07. 2020 News-ები

აივ-ინფექციის მიზანმიმართული გავრცელება-დაკავებულია მამა-შვილი

აშშ-ში მამა და შვილი პოლიციელებმა იმის გამო დააპატიმრეს, რომ ისინი შავ ბაზარზე დაავადებებით ინფიცირებულ ადამიანის სხეულის ნაწილებს ჰყიდდნენ.

დონალდ გრინს ბრალად ედება დანაშაული ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნელოგიების გამოყენებით ფინანსური თაღლითობა, რომელიც აგრეთვე მოიცავდა გარდაცვლილი ადამიანების სხეულების მიყიდვას საქმეში ჩაუხედავი ე.წ სამედიცინო მკვლევარებისთვის. მის შვილს, დონალდ გრინ მეორეს კი ბრალად ედება დანაშაულის განზრახ დამალვა.

მამა-შვილი მუშაობდნენ ბიოლოგიური რესურსების ცენტრში როზმონტში, ილინოისის შტატში, რომელიც ამარაგებდა და უზრუნველყოფდა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებით სამედიცინო პერსონალს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ სხეულის დანაწევრება და მათი გაყიდვა არალეგალური არ ითვლება, სისხლის სამართის დანაშაულად კვალიფიცირდება სამედიცინო მუშაკის ქმედება თუ იგი შეგნებულად იმ ადამიანის სხეულის ნაწილებს ჰყიდის, რომელიც სხვადასხვა ინფექციური დაავადებებითაა ინფიცირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გრინების მიერ გაყიდული სხეულის ნაწილები იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებიც დაინიფცირებულნი იყვნენ აივით, ჰეპატიტით და სეფსისით.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა