თეგებით ძიება
13. 07. 2020 News-ები

ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში – რატი ტუსიაშვილმა, რომელიც ორჯერაა გამოკითხული, გამოძიებას ორივეჯერ სხვადასხვა ჩვენება მისცა

უერთიერთგამომრიცხავი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში - რატი ტუსიაშვილი ორჯერ არის გამოკითხული. გამოძიებას მან ორივეჯერ სხვადასხვა ჩვენება მისცა..

ტუსიაშვილი, რომელიც ე.წ. დიდუბის ეპიზოდზე ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად დასახელდა, ჩვენებაში აცხადებს, რომ ნარეკვავიდან მისი მეგობარი ნიკა ხეჩოშვილი 18 ივნისის ღამით სახეზე მიყენებული დაზიანებებით ნახა.

თავად ხეჩოშვილის ჩვენებაში კი რატი ტუსიაშვილი საერთოდ არ ფიგურირებს და მათი შეხვედრის დეტალებზე არაფერს ამბობს.

ამონარიდი რატი ტუსიაშვილის ჩვენებიდან:

"18 ივნისს, მეტროსადგურ გოცირიძეზე შევხვდი ჩემს მეგობარს ნიკა ხეჩოშვილს. ის ვნახე ჩემსმეგობართან, ლევან ბრეგვაძესთან ერთად. ნიკა ხეჩოშვილმა მითხრა ვიყავი საგურამოში და ვიყავი დაბადების დღეზეო. ვისთან იჩხუბა ან ვისი დაბადების დღე იყო მე არ ვიცი, არც ნიკას უთქვამს. დეტალები ჩემთვის არ უთქვამს. შესაბამისად, არც მე ვიცი. ამის შემდეგ ნიკა ხეჩოშვილი მივიყვანე ფეხით მეტროსადგურ გოცირიძესთან მდებარე ეზოში. მას სახეზე ჰქონდა მცირე დაზიანებები, რომელიც მოვაბანინე წყლით. ამის შემდეგ მე ჩემი მეგობრის, ნიკა ქალიაშვილის ავტომანქანა "ტოიოტას" მარკით, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ მახსოვს, ნიკა ხეჩოშვილი მივიყვანე ჩამოვსვი მე-11 სკოლასთან და იქიდან წავიდა თავის გზაზე. მითხრა, რომ გამოკითხულ იქნა პოლიციაში ჩხუბთან და ბავშვის გაუჩინარებასთნ დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმავე ღამით უკე 19 ივნისს, მე ჩემი, "მერსედესის" მარკის ავტომობილით მარტო წამოვედი თბილისიდან საგურამოს მიმართულებით, საგურამოსთან დავატრიალე ავტომობილი და დავბრუნდი უკან თბილისში. ვიყავი მარტო" - აღნიშნულია ჩვენებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა