თეგებით ძიება
13. 07. 2020 News-ები

COVID-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 90 შემოწმებული რესტორნიდან 31 დაჯარიმდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 90 შემოწმებული რესტორნიდან 31 დაჯარიმდა.

დაჯარიმება გამოიწვია მაგიდებთან მომხმარებელთა განთავსების რაოდენობის დაუცველობამ; არ იყო დაცული მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია; არ ხდებოდა მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი; ნახმარი ხელსახოცები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განთავსების წესი იყო დარღვეული; არ იქნა წარმოდგენილი დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკომენტაცია, შესაბამისი პროცედურების განსაზღვრით; სარეცხ განყოფილებაში კედელზე არ იქნა წარმოდგენილი ინსტრუქცია ჭურჭლის რეცხვისა და ინვენტარის რეცხვის შესახებ, გამოყენებულო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციის მითითებით; ასევე, ჭურჭლის რეცხვა არ ხორციელდებოდა წყლის დადგენილი ტემპერატურით.
ჯარიმის მოცულობა ფზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა