თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

თამთა გოდუაძე ბერძენ მილიარდერზეა შეყვარებული – წყვილი მდიდრულ აპარტამენტში ერთად ცხოვრობს

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ხშირად ხვდება ბერძნული პრესის ფურცლებზე.

ბულვარული მედია და პაპარაცები ხშირად ინტერესდებიან მომღერლის პირადი ცხოვრებით.

თამთას, მის საყვარელ მამაკაცთან ერთად ხშირად ხედავენ სხვადასხვა ღამის კლუბში.

თამთა და კასიდოკოსტა უკვე თითქმის შვიდი წელია ერთად არიან.

ისინი ვულიაღმენში, ერთ-ერთი ბიზნესმენის მდიდრულ აპარტამენტში ცხოვრობენ.

თამთა წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ოჯახთან ერთად 22 წლის ასაკში გადასახლდა. იგი ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია და ფანებს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი ჰიტებით, კლიპებით თუ კონცერტებით, თუმცა თამთას პირადი ცხოვრება ყოველთვის გასაიდუმლოებულია.

მომღერალი ცდილობს, პაპარაცებს დაუმალოს მისი ბოლოდროინდელი სიყვარული – ბერძენი მილიარდერი, უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე პარის ლაცისი (მამის გვარი კასიდოკოსტასი).

40 წლის პარისი გახლავთ ლაცისების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრე, რომლებიც ნავთობის, უძრავ ქონებასა და საბანკო სექტორში ფლობენ წილებს.

მისი ბაბუა იანის ლაცისი, ბერძენი მულტიმილიარდერი გახლდათ. 2003 წელს, როცა იანის ლაცისი გარდაიცვალა, Forbes-მა მისი ქონება 15 მილიარდი დოლარით შეაფასა. უახლესი რეიტინგით კი, ლაცისები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში 54-ე ადგილზე არიან.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა