თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

"ინფორმაციის ამოღება/აღდგენა შეუძლებელია"- რა ინფორმაცია წაშალეს შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ტელეფონებიდან

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - როგორც ირკვევა, გამოძიება საქმეში ფიგურანტი პირების ტელეფონების წაშლილი ინფორმაციის აღდგენას ვერ ახერხებს.
ტელეფონებს კოდი ადევს, რომელსაც შსს ვერაფერს უხერხებს.

"Samsung"-ის ფირმის "Galaxy S7 Edge" მოდელის მობიოლური ტელეფონი დაბლოკილია მომხმარებლის მიერ მინიჭებული პაროლით, რომლის მოხსნაც ჩვენს ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია. შესაბამისად, ინფორმაციის ამოღება/აღდგენა წარდგენილი მობილური ტელეფონებიდან, წარმოდგენილ მდგომარეობაში შეუძლებელია"- წერია საგამოძიებო ორგანოს დოკუმენტში.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა