თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

„შაქარაშვილის მსგავსი ამბავი ჩვენც გადაგვხდა..." - რას ყვება მსახიობი ბექა სალუქვაძე

მსახიობი გეგა სალუქვაძე სოციალურ ქსელში მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მეგობარი გარდაცვლილი კალათბურთელია.
სალუქვაძის თქმით, წლების წინ მისი მეგობარი შაქარაშვილის მსგავსად, საბედისწერო ბანკეტზე მოკლეს.

„შაქარაშვილის ტრაგედიას შეგნებულად ვარიდებ ყურადღებას, არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, მსგავსი ისტორია ჩვენც გადაგხვდა თავს, აჩიკო რუხაძე (ბაჩუ), ჩვენი სული და გული, მთელი საამხანაგოს ღერძი, ყოვლად უწყინარი და კაცთმოყვარე 22 წლის კალათბურთელი, საბედისწერო ბანკეტზე, ქუჩურმა და კრიმინალურმა მენტალიტეტმა იმსხვერპლა. ამიტომ, იმდენ ასოციაციას იწვევს და ისე მანგრევს დღევანდელი ტრაგედია, რომ მირჩევნია, საერთოდ ავარიდო გონება.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო და გავიხსენო, რამდენად ღირსეულად მოიქცა მაშინ ყველა, პოლიციის ჩათვლით. ჩვენ არც სათვალთვალო კამერები გვქონდა და არც ამდენი საშუალება არსებობდა 2005 წელს.

უშუალო მოწმე არ არსებობდა, მაგრამ ჩემმა გადაღებულმა ვიდეომასალამ და რამდენიმე გოგოს (თქვენი ნებართვის გარეშე არ გთაგავთ) ღირსეულმა და უშიშარმა ჩვენებამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მკვლელის გამოაშკარავება და დასჯა შესაძლებელი გახადა.

რათქმაუნდა მაშინაც გამოერია ბევრი ფლიდი ახალგაზრდა, მშობლებითურთ, რომლებსაც თითქოსდა არაფერი ახსოვდათ.

მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, გავა დრო და ძალიან შერცხვება ყველას, შეიძლება ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთადაც კი გექცეთ დაფარული სინამდვილე. ამიტომ, დაივწყეთ ყველაფერი და ილაპარაკეთ სიმართლე, ამაზე დიდ საქმეს შაქარაშვილის სულის პატივსაცემად ვერაფერს იზამთ ცხოვრებაში.

მე კი, სანამ პირში სული მიდგას, მთელი ჩემი არსებით ვიბრძოლებ მახინჯი მენტალიტეტის წინააღმდეგ“.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა