თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

"ევროპარლამენტი ფაქტობრივად, პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გათავისუფლდეს გიორგი რურუა" - სალომე სამადაშვილი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში მოცემული გზავნილები, პირდაპირ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. ასევე, 2020 წლის შემოდგომის არჩევნები გამჭირვალე და მოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
როგორც სამადაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, დოკუმენტში პირდაპირაა მოწოდება 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, დღეისთვის კი ერთადერთი შეუსრულებელი ასპექტი რურუას გათავისუფლებაა.

„დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ხელისუფლებას, რომ სრულად შსრულდეს 8 მარტის შეთანხმება. ანუ, ფაქტობრივად, პირდაპირ მოუწოდებს გათავისუფლდეს გიორგი რურუა, რადგან დღეისათვის ეს რჩება ერთადერთ შეუსრულებელ პირობად ამ შეთანხმების. იგივე დოკუმენტი საუბრობს იმაზე, რომ უნდა შეწყდეს სამართლებრივი დევნა და ზეწოლა თავისუფალი მედიის მფლობელებზე.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ აუცილებლად გამოიძიოს და გაატაროს შესაბამისი ზომები 20 ივნსისს დაზარალებული ადამიანების საქმეებთან დაკავშირებით.

ეს დოკუმენტი ერთის მხირვ აცხადებს ევროპარლამენტის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მეორეს მხრივ ნათელს ხდის, რომ დღეს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა რაც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ქვეყანაში პოლიტიკური დევნას შეეხება, საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს“ - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი მხარეებს 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა