თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

რუსთავში მცხოვრები 250-მდე ოჯახი ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლების დაკანონებას წლებია ელოდება - რა პირობა მისცა მათ დავით კირკიტაძემ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე იმ 250-მდე ოჯახს, რომლებიც წლებია მთავრობისგან ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლების დაკანონებას ელოდებიან, პირობას აძლევს, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უახლოეს 1 თვეში, მოთხოვნას დაუკმაყოფილებს და ამ სახლებს საკუთრებაში გადასცემს.
„დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთ ფაქტზე, თუ როგორ გულგრილად და დანაშაულებრივად ექცევა ხელისუფლება მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კი რუსთავში მცხოვრებლებს. ადამაიანებს, რომლებიც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრებენ და ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფომ მათთვის ვერ მოიცალა და არ დაუკანონა სახლები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობა საკმაოდ ავარიულია. 2 წლის წინ ჩვენ ეკონომიკის მინისტრს გავუგზავნეთ წერილი აღვუწერეთ ყველა ეს 250 -მდე ოჯახი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
მინდა შევპირდე ამ მოქალაქეებს, მე ვაიძულებ მთავრობას ოქტომბრამდე მათ ეს ფართები საკუთრებაში გადაეცეთ და თუ მაინც ვერ მოხერხდება, ჩენი გამარჯვების შემდეგ, 1 თვეში, ამ ადამიანებს აღნიშნულ ფართებს ჩვენ დავუკანონებთ“.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა