თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

"ნეტა, რომ დავბერდები რას ვიტყვი, რა გოგო ვიყავი, წარა მარა შიშველ ფოტოებს ვდებდი თქო?!... დედა რა სირცხვილია" - ნუკი კოშკელიშვილი

ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
კოშკელიშვილის თქმით ის ბებიას ძალიან ჰგავს.

"ეს ფოტო მაგონებს ბებიაჩემის ფოტოებს. ადრე სად იყო იმის ფუფუნება ასჯერ დღეში გადაეღოთ თავიანთი თავი და ასე მგონია ყველა ფოტო, მოგონებასთან იყო დაკავშირებული. ბრთხილად და სათუთად შენახული... და მერე ყველა ფოტო სურათს მოყვებოდა ისტორია ან თავად ბებიასგან ან მისი ახლო მეგობრიზგან(თითქოს მოილაპარაკესო) “ცნობილი ვიყავი, მთელი პლეხანოვი/სოლოლაკი/საბურთალო(ნუ საიდანაც იყო) მიცნობდა, არ იყო მაშინ ტანსაცმის არჩევანი მაგრამ სულ კოხტა ვიყავი, ყველა თვალს მაყოლებდა.. ბევრი თაყვანისცემელი მყავდა, წერილებში ლექსებს მიძღვნიდნენ მაგრამ ჩვენ დროს თავს ეგრე კი არ უყადრიდნენ გოგოები, გულში მიხაროდა მაგრამ არ ვიმჩნევდი” მოკლედ მიახლოებით ასეთი ისტორიაა მგონი ყველა ოჯახში. აი ნეტა ჩვენ რომ დავბერდებით რა ვიტყვით”ეჰჰჰ რა გოგო ვიყავი, მთელი ინსტაგრამი მიცნობდა, წარა მარა შიშველ ფოტოებს ვდებდი და ხანდახან დედას მაგინებდნენ უცნობი გამომწერები პმ-ში”??? ამას მოვუყვები? დედა რა სირცხვილიააა.... მგონი დროა მეგობრები დავამუშავო, რომ მეც მოვდიოდი და მომქონდა, ყველას მოვწონდი და ასე შემდეგ.. რომ აღმოჩნდეს რომ ჩვენი ბებიებიც გვატყუებდნენ :)))) აი რატომ მოვაყოლე ეს ამხელა ტექსტი, ამ არაფრის მთქმელ ფოტოს?!? არვიცი, უბრალოდ მიყვარს თქვენთან საუბარი, ალბათ ამიტომ" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა