თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

"ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს დემოკრატიულ, საპარლამენტო კონტროლზე" - ბოკერია

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლის არსებობაზე და აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს უფლებას, პარლამენტის გვერდის ავლით დააწესოს შეზღუდვები - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე, დემოკრატიულ კონტროლზე, მოქალაქეების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორ გამოიყენებენ ამას - დიდი რჩევა გვექნებოდა - ეგეთი სისულელე არც გაიფიქრონ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება სცადონ არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად", - აცხადებს გიგა ბოკერია.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება წლის ბოლომდე უხანგრძლივებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა