თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

"უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი, მოაგვაროს პრობლემები მანამ, სანამ რაიმე გარდაუვალი შეუქცევადი შედეგი დადგება" - სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის ანგარიშზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ 8 მარტის შეთანხმება არ იქნება შესრულებული, მაშინ შესაძლოა ევროკავშირისგან "სხვაგვარი" რეაქციებიც ვიხილოთ.

"ბუნებრივია, ის, რომ ანგარიში გადის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე და მერე შეიძლება პლენარულზე გავიდეს, ეს ცალკე პროცესია და ნიშნავს იმას, რომ რამდენადაც არ იქნება 8 მარტის შეთანხმება შესრულებული, იმდენად შეიძლება სხვა ტიპის რეაქციები მოჰყვეს ამას. ეს არავის ინტერესში არ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ იყო საუბრები, რომ შეიძლება აქ ბმა ყოფილიყო საერთაშორისო დახმარებასთან, რაზეც უკვე აშშ-ის კონგრესშია საუბარი. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული და საქართველოს დახმარება შეუმცირდეს ან რაიმე ტიპის სანქციები განხორციელდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანა არის, ივანიშვილი ვაიძულოთ, რომ პრობლემები მოაგვაროს მანამ, სანამ რაიმე გარდაუვალი შეუქცევადი შედეგი დადგება," - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა