თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

თქვენი მოტივაციაა, რომ ვიღაცებმა ირბინონ, ქაოსი მოაწყონ - მამუკა მდინარაძე გოცირიძეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, რომან გოცირიძის მოთხოვნას პასუხობს.
მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ქაოსის მოწყობაა.

„საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, 10 მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ არავინ არ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ, ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა თავისი პარტიული აქტივი არ შევიდეს ამ რადიუსში. მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამის აღება არ გინდათ, მერე ვიღაც მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის წარმომადგენლები და იქ რაღაცები აკეთეს. ეს არ გინდათ. ჩვენი მოტივაცია გითხარით რა არის. თქვენი მოტივაციაა, რომ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაც არიონ, ქაოსი მოაწყონ. არ გინდათ და ხელს არ აწერთ. ატყუებთ ხალხს, ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ?“ - მიმართა მდინარაძემ რომან გოცირიძეს.

ცნობისთვის, რომან გოცირიძემ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა