თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ადგილობრივებს დაეჯახა. მოქალაქეები სახლის წინ ისხდნან შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა