თეგებით ძიება
15. 07. 2020 News-ები

როგორ გამოიყურება შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - ფოტოები ადგილიდან (ფოტოკოლაჟი)

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს - ამის შესახებ "ქართული ოცნება" სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე წერს და ფოტომასალას აქვეყნებს.




შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ჩამოტანილი უნიკალური და მრავალფეროვანი მცენარეების კოლექციისგან შედგება.

დენდროლოგიური პარკი დამსვენებლებს უფასოდ მასპინძლობს.


"60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია. ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი - ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ამ რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

დენდროლოგიური პარკის გახსნა განსაკუთრებული ღონისძიებებით არ აღინიშნება. ამის მიუხედავად, დილიდან პარკს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი უკვე ესტუმრა. მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეუძლიათ", - ნათქვამია განცხადებაში.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა