თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

ხმაური ქობულეთის მერიასთან - "ოცნების" წევრი მალხაზ რომანაძე სოციალურად დაუცველებს გასახლებით ემუქრება

ხმაური ქობულეთის მერიასთან - "ოცნების" წევრი მალხაზ რომანაძე სოციალურად დაუცველებს გასახლებით ემუქრება .

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უკვე რამდენიმე საათია ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს. ადგილობრივები ქობულეთის მერიასთან 12 საათისთვის მივიდნენ და ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხების მიღებას ითხოვდნენ, თუ რატომ არ უკანონებს ხელისუფლება მათ საცხოვრებელ ფართებს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ყოფილი სტატისტიკის შენობის დაკანონებაა, სადაც 8 წელზე მეტია, ცხოვრობენ. მათი თქმით, შენობა ცოტა ხნის წინ გაიყიდა და ის "ქართული ოცნებიდან" ქობულეთის საკრებულოს წევრმა მალხაზ რომანაძემ შეიძინა და სოციალურად დაუცველებს გამოსახლებით ემუქრება.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ჯერ კიდევ არ მოსულა აქციის მონაწილეებთან. აქციის მონაწილეებს გზა სამართალდამცავებმა გადაუღობეს, რასაც სოციალურად დაუცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიან აქციას ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართავენ.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა